top of page
ოთახები
დაათვალიერეთ ჩვენი უნიკალური ქვევრის კოტეჯები და მთავარი შენობის ოთახები.
ქვევრის ფორმის ოთახები (კოტეჯები) განლაგებულია ვენახის პირას, სასტუმროს ეზოს ტერიტორიაზე. ყველა ოთახს აქვს თვალწარმტაცი ხედები კავკასიონის ქედზე და ალაზნის ველზე, კეთილმოწყობილი აივანი, სააბაზანო ოთახი და ერთი 2-ადგილიანი საწოლი ან ორი 1-ადგილიანი საწოლი. შესაძლებელია ჩვილის საწოლის ჩადგმა (მოთხოვნით).
ოთახის ზომა: 25 კვ. მ
სუპერიორ ოთახი მთის ხედით მდებარეობს სასტუმროს მთავარ შენობაში. კეთილმოწყობილი აივნები გადაჰყურებს ქვევრის კოტეჯებს, კავკასიონის მთებს ან აუზს. ოთახში არის ერთი 2-ადგილიანი ან ორი 1-ადგილიანი საწოლი. ოთახები განსხვავდება ზომით, ზოგიერთ ოთახში შესაძლებელია დამატებითი საწოლის დადგმა.
ოთახის ზომა: 23-30 სკ. მ