სასტუმრო ქვევრები - გაეცანით კახეთის ღვინის კულტურას
გამორჩეული დასვენება
საქართველოს ღვინის რეგიონში - კახეთში, სოფელ შალაურში, ულამაზეს ფერდობზე განთავსებულია სასტუმრო „ქვევრები“. ეს უნიკალური სივრცე სტუმრებს სრულიად განსხვავებულ დასვენებას სთავაზობს. ოთახები ღვინის ტრადიციული ჭურჭლის ქვევრის ფორმის დიზაინითაა შექმნილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ სრულად შეიგრძნონ ქართული ტრადიცია და დატკბნენ კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედებით.
ოთახები
სასტუმროში განთავსება მოიცავს ღია სეზონურ აუზს გათბობით, შეზლონგებს, საუნასა და ჯაკუზის (გახსნის თარიღი იკითხეთ დაჯავშნამდე), გასართობ სივრცეს ბილიარდით და სამაგიდო ჩოგბურთით, სამაგიდო თამაშებს და სხვა აქტივობებს.
დაისვენეთ უნიკალური დიზაინის კოტეჯებში კომფორტული ინტერიერით, შთამბეჭდავი ხედებითა და კეთილმოწყობილი აივნით - იდეალურია განტვირთვისთვის დაუვიწყარ გარემოში.
კომფორტული ოთახები მთავარ შენობაში კეთილმოწყობილი აივნებით - იდეალური ბიუჯეტური დასვენებისთვის. კეთილმოწყობილია შშმ პირებისთვის.
სტანდარტული ოთახის ყველა კომფორტი და შთამბეჭდავი ხედები კავკასიონის ქედზე თქვენი აივნიდან - იდეალური შერწყმა კომფორტისა და პეიზაჟის.
მორგებულია პატარა ოჯახებზე, ამ ოთახში დაგხვდებათ მისაღები სივრცე გასაშლელი ტახტით და დიდი ტერასა - იდეალურია ერთად დროს გასატარებლად.

რესტორანი
რესტორანი „ამფორა“ გიმასპინძლებთ ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძებით. ჩვენთან კერძები მზადდება ბუნებრივი და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.
უგემრიელესი კერძები და ვენახების თვალწარმტაცი ხედები ერთად ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას — განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ჩვენი მრავალფე როვანი ქართული ღვინის კოლექცია ახლავს თან.